ირმა ინაშვილი : პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს

პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს, როგორც ჩანს, დაინახა, რომ პრობლემა არსებობს – ამ განცხადებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა არსებობს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გამეფებულია ურთიერთუპატივცემულობა და შუღლი, რაც ვითარებას ართულებს. საარჩევნო რეჟიმში ყველას მოვუწოდებ, რომ ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიარქი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკურ პირებს არაკორექტულად მოიხსენიებს.

ილია მეორის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე „ქართული ოცნების“ და ,,ენმ”-ს წევრები დაკითხეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი-პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს