ირმა ინაშვილი: “ოცნება” ყველა იმ პარტიას კრძალავს, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევს

პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ოცნება” ყველა იმ პარტიას კრძალავს, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევს.

ინაშვილის თქმით, ამაში ივანიშვილის გუნდს ხელს არაფერი უშლით, რადგან მათ პარლამენტი და კანონმდებლობა მათი საკუთრება ჰგონიათ.

ცნობისთვის, ინაშვილის პარტია დღეს “ოცნების” ასაკრძალ პარტიათა სიაში არ მოხვდა.
ვისაც მიიჩნევენ საფრთხედ, იმ პარტიებს კრძალავენ. ანუ პარტია, რომელიც გააქტიურდება და ისინი ჩათვლიან, რომ ეს პარტია საფრთხეა. აკრძალავენ, რა შეუშლით ხელს. პრინციპების მიხედვით და კანონის თანახმად, დიდი ხანია აღარ მოქმედებს. პარლამენტი და კანონმდებლობა მათი საკუთრება ჰგონიათ. როგორც უნდათ, ისე ცვლიან ამ კანონებს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

“დროას”, “ფედერალისტების” “გირჩი-მეტი თავისუფლების” “გირჩის”, “გახარია – საქართველოსთვის” “სტრატეგია აღმაშენებელის”, ალტ-ინფოს”, “პატრიოტთა ალიანსის” და “ევროპული საქართველოს” აკრძალვას კი “ოცცნება” საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ვერავის და ვერაფერს გააუქმებენ, მათ შორის, ვერც ნაციონალურ მოძრაობას
შემდეგი სტატიაპარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს