ირმა ინაშვილი : “NATO ამბობს, რომ კარი ღიაა, თუმცა არ გიღებთო”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, NATO საქართველოს ვერ ეხმარება და ვერ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. განცხადება ინაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

ინაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა სიმართლე უნდა უთხრან ქვეყნოს მოსახლეობას.

“NATO შემოდის საქართველოში, ამბობს, რომ NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ. გვიღებს ჩვენ NATO? სიმართლე ვუთხრათ ხალხს. რასაც ამბობს, ნატოს გენმდივანი, მერკელი, ობამა. კი ბატონო ვითანამშრომლოთ, მაგრამ კარს არ გვიღებს ნატო. ჩვენი ქვეყანა კი რისკების ქვეშ დგას. NATO ვერ ახერხებს დაიცვას ჩვენი ქვეყანა. NATO რომ წევრობას არ გვთავაზობს, ამას ხალხს არ ეუბნებიან. წლების წინ უნდა მივეღეთ NATO-ს, ამასობაში მიწები დავკარგეთ. ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია გვინდა, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტს დაიცავს, რისკების წინაშე კი არ დააყენებს ქვეყანას,”- აცხადებს ინაშვილი

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია : ზურაბიშვილმა დაადასტურა , რომ, როცა საგარეო უწყებაში მუშაობდა იქაც არაკომპეტენტური იყო
შემდეგი სტატიადავით რაქვიაშვილი : ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას