ირმა ინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს უნდა გამოეთიშოს

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 12:41

ირმა ინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს უნდა გამოეთიშოს

მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციების არავის არ ეშინია. ცნობილია, რომ ის არის ავადმყოფური იდეებით შეპყრობილი ადამიანი, ცურავს და ტივტივებს თავის ფანტაზიებში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ის, რაზეც ჩანაწერშია საუბარი სახელწიფო გადატრიალების მცდელობაა.

„დადასტურდება, თუ არ დადასტურდება ავთენტურობა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის ის ავთენტურია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით მათი ზრახვების შესახებ. ის, რაც მოვისმინეთ, ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და რევოლუციის მოწყობა. როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშოს არჩევნებს. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამის არგუმენტირება და საერთოდაც, უნდა მოვითხოვოთ, ამ ქვეყანაში აიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობას”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 27, 2016 12:41

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics