ირმა ინაშვილი – მოვუწოდებ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა.

ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს პროტესტის არა ერთი კერა დაუნთო.

“ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს ხუთ საათზე რესპუბლიკის მოედანზე. მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, უპარტიო თუ პარტიულ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს აქციას, ანუ მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ არა მარტო ჩვენი პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს, არამედ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და ვიმეორებ, სრულიად უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას. მე ვუხმობ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს: შევიკრიბოთ, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხარდამჭერი იყავი ან არ იყავი, დღეს ჩვენს გვერით დადექი და მეტიც, უკეთესია ჩვენს რიგებში გადმოხვიდე. ეს ეხება ყველას. მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც. სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა. ის, რომ ყველა პარტია გარეთ გამოდის და ყველა პოლიტიკური ძალა მიტინგს მართავს ან ემზადება მიტინგის გამართვისთვის, სრულიად არ ნიშნავს ერთად მოქმედებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს დაუნთო ან დაუნთებს პროტესტის არაერთ კერას. მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამათი ხრიკები არ გაამართლებს”, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე ვისაუბრეთ
შემდეგი სტატიაგიორგი ცუცქირიძე – ცხადად ჩანს თუ ვის აწყობს ქვეყანაში დაძაბულობა და ამ კურსის ჩაშლა