ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება არ არის სწორი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება არ არის სწორი.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც იქმნება საკონსტიტუციო კომისია, აუცილებელია კომისიაში ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი.

“მე არ მიმაჩნია სწორად იგნორირება პრეზიდენტის ფაქტორის ამ კომისიის ფარგლებში. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში. თუ კონკრეტულად პრეზიდენტი – არა, მისი რომელიმე წარმომადგენელი მაინც. არ მგონია, რომ რაიმე საფრთხის შემცველია, ან რაიმე პრობლემებს შექმნიდა პრეზიდენტის მონაწილეობა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მზად ვართ, უვიზო მიმოსვლის სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც”
შემდეგი სტატიაეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა კონფლიქტის თემაზე განცხადება გააკეთეს