ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მათემატიკური ფორმულის გამოყენებით გაყალბდა

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილის მიიჩნევს, რომ არჩევნების გასაყალბებლად რაღაც მათემატიკური ფორმულა იყო გამოყენებული.

როგორც ინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ყველა პარტია მუშაობს და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმულა იყო გამოყენებული.

„აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, კონკრეტულად რა სქემით მოხდა ამ არჩევნების წარმართვა, რადგან რაღაც მათემატიკური ფორმულის გამოყენებას აქვს ადგილი. დღეს ყველა პარტია მუშაბს და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმულა იყო გამოყენებული. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ რეალობა ეს არის. უნდა მოხდეს გმაოძიება, ამაში უნდა ჩაერთონ, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ჩენი პარტნიორი, თუ არაპარტნიორი პარტიები. შეიქმნება თუ არა შემდეგ უკვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს მეორე ეტაპია საკითხია. მთავარია, შევხედოთ, როგორ წავიდა ეს პროცესი, რა მათემატიკური ფორმულა იყო გამაოყენებული, რომ ყველა ოლქში მაინცდამაინც პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე – ჩვენ. ეს ასე არ ხდება, თუ არ არის გამოყენებული რაიმე ხელოვნურად ფორმულა. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოყენებული იყო რაღაცა N ფორმულა“,-აღნიშნა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია, ქვეყანაში აზრი არ დაკარგოს არჩევნებმა.

„ამ ბოლო არჩევნების შემდეგ, თუ ვიქნებით გულწრფელი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საუბრობს, რომ ქვეყანაში აზრი არა აქვს არჩევნებს, მაინც ის იგებს, ვინც ვიღაცას უნდა. ჩვენ ეს სტერეოტიპი და ეს პრაქტიკა უნდა დავანგრიოთ. ამიტომ, პირველი, რასაც გააკეთებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში, იქნება საკითხების დაყენება საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით, მთლიანად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა და ვიმოქმედებთ ამისათვის“,-აღნიშნა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გმობს