ირმა ინაშვილი – მეორე მემორანდუმი ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას, ცხადია, მას ხელი არ მოვაწერე

„კარგია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება და კონსენსუსი. მართალია, ჩვენი პოლიტიკური პარტია სამპროცენტიან ბარიერს უჭერდა და დღესაც უჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ გამოვედით ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან, არ დავაბრკოლეთ და ხელი არ შევუშალეთ დღევანდელ კონსენსუსს, ამიტომ შევუერთდი ამ მემორანდუმს და მოვაწერეთ ხელი, რომელიც ითვალისწინებს 120/30-ზე, ერთპროცენტიან ბარიერს თავისი ჩამკეტი მექანიზმებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, შემდგომში მუშაობა გაგრძელდება ოლქების განაწილებაზე, რაც უკვე ტექნიკური საკითხია.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში რჩება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა და ბლოკებისთვის დაწესებული ხუთპროცენტიანი ბარიერი.

„დღეს წარმოდგენილი იყო ორი ტიპის მემორანდუმი. ერთი ეხებოდა საარჩევნო სისტემას და საერთო კონსენსუსისთვის რომ ხელი არ შეგვეშალა, მას შევუერთდით. მეორე ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა“, – დასძინა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის შემთხვევაში შეიძლება, იმოქმედოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ