ირმა ინაშვილი: მეც არჩევნებამდე დიდხნით ადრე ვეუბნები კობახიძესაც და “ქართულ ოცნებასაც”…

 ,,ირაკლი კობახიძე აცხადებს: “ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტი არჩევნების შემდეგ არის: “ქართული ოცნება” – 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია – 20 %. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”!

ახლა მე ვაცხადებ: მსგავსი ტიპის “პროგნოზების” გავრცელებას (არჩევნებამდე დიდიხნით ადრე) ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საზოგადოების შემზადების მცდელობად არჩევნების გაყალბებისათვის, ანუ “ქართული ოცნება” ემზადება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის და წინასწარ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს.

კობახიძის პირით “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ თავად დაიწერს 60%-ს, რაც აბსურდია! “ოცნებას” არა აქვს 60%-იანი მხარდაჭერის რესურსი, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიებს ჯამში 20%-ს დაუწერს.

მეც არჩევნებამდე დიდხნით ადრე ვეუბნები კობახიძესაც და “ქართულ ოცნებასაც”: თუ შეეცდებით, რომ მსგავსი მონაცემები დაიწეროთ 2020 წლის არჩევნებში, ხელკეტებით გამოგყრით კაბინეტებიდან და ეს არ გეგონოთ ნაციონალური მოძრაობის და ევროქოცების საპროტესტო აქციები, რომლებსაც გადასარევად აკონტროლებთ საჭიროების შემთხვევაში.

საჯაროდ გპირდებით: ნამდვილ რევოლუციას მიიღებთ და სამუდამოდ დაგასრულებთ თქვენს საყვარელ პარტნიორებთან-
სააკაშვილ-ბოკერიებთან ერთად!-წერს ირმა ინაშვილი.

https://www.facebook.com/giorgi.wamaladze.5/videos/464150367643844/?t=8

 

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია
შემდეგი სტატიანორა კვიციანი გიგა ბოკერიას აქციის მოწყობით ემუქრება