ირმა ინაშვილი მანუჩარ მაჩიაძის განცხადებას უზნეობას უწოდებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საკრებულოს დეპუტატ მანუჩარ მაჩიაძის განცხადებას უზნეობას უწოდებს.

როგორც ირმა ინაშვილი განაცხადა, მანუჩარ მაჩიაძემ პარტია მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ საპარლამენტო სიის ხუთეულში ვერ მოხვდა.

„ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ ერთ წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში, არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც ამ არჩევნებში არ უნდა მიეღო მონაწილეობა. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი “მერაბიშვილის მეგობრებზე”, უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „რუსათავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკა რამიშვილი პარტიის სიაში არ არის.

„ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება რვა ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა მანუჩარ მაჩაიძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და აღნიშნა, რომ პარტიაში უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიაში ნიკოლოზ რამიშვილს ჩასმას არ დავეთანხმე”, – განაცხადა მაჩაიძემ.

მანუჩარ მაჩიაძე საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიბოსნია-ჰერცოგოვინის პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე დამატებითი გამოძიება ჩატარდება