21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძის წასვლაზე: ახლა კობახიძის ჯერია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ინაშვილის განცხადებით, მდინარაძის გადადგომა სერიოზული პოლიტიკური პროცესების დასაწყისია. ამ ფონზე ის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეუერთდეს „პატრიოტთა ალიანსს“ და ბრძოლა პოლიტიკური გზით განაგრძოს.

„მდინარაძის გათავისუფლება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. წინ სერიოზული პოლიტიკური პროცესი გველოდება. ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ძალიან სწორად გაიაზროს ჩემი და ჩვენი პარტიის შეთავაზება. ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გზით უნდა წავიდეთ — აი, ამ ბრძოლაშია ირაკლი ღარიბაშვილის სიმართლის გამარჯვების გზა.

მდინარაძე შეეწირა იმ დაბეზღებებს, ცილისწამებებსა და შავ კამპანიებს, რასაც ის წლების განმაბლობაში აწარმოებდა, ახლა კი კობახიძის ჯერია. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მომწიფებულია იმისთვის, რომ მიაბრძანოს ირაკლი კობახიძე და ეს მალე მოხდება“, — განაცხადა ირმა ინაშვილმა ტვ პირველის ინფორმაციით.

რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც მან მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა. მდინარაძემ ბრალდებები უარყო, თუმცა მალევე თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: მდინარაძის გადადგომა კობახიძის ჩარეცხვის პრელუდია და ანონსია
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ივანიშვილი ჩიხშია შესული და გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს