ირმა ინაშვილი: მამუკა მდინარაძეს ჰგონია ცხენზე ზის, მაგრამ ასე ეგონათ სხვებსაც

“მამუკა მდინარაძეს ჰგონია ცხენზე ზის, მაგრამ ასე ეგონათ სხვებსაც, რომლებიც დრომ და საზოგადოებამ ბოლოს სხვაგან დასვა.ვანო მერაბიშვილის ნათესაობის გულმოდგინე ადვოკატი და ადეიშვილის მონა რომ ჩვენზე ილაპარაკებს, კომედიაც აღარაა. მესმის, გახარებულია, ახლა უკეთესად იმღერებს პარლამენტში ” ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”-ს, მაგრამ ბოლოს “დანა გულს ვის გაუპობს”, ბატონ მდინარაძეს ამასაც ხალხი აჩვენებს! ნანახი მყავს მსგავსი პერსონაჟები საქართველოს უახლეს ისტორიაში, დღეს რომ ნაფტალინი ჭამთ!

ასეთი ქვეყანა ააშენა “ქართულმა ოცნებამ”. ქვეყანა, სადაც გაბედაურებული ვირები დირიჟორობენ. წავა თქვენი დრო, აუცილებლად წავა!”-წერს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება
შემდეგი სტატია“სამაჯურს რომ აპარატი მოაყოლეს და სახლში დამიყენეს – წაიღეს. ყველაფერში ასე დაიხევენ და წავლენ სახლებში”