ირმა ინაშვილი – კობახიძეს რომ ჩააბარებ ქვეყანას, სხვას რას უნდა ელოდე…

“კომისიის წევრის წართმევა რა მოსატანია იმ უამრავ ზიანთან, რაც ბოლო 9 წლის მანძილზე მიაყენეს საქართველოს. ჯერ ისინი აწამებდნენ, ახლა ესენი ჭამენ ყველაფერს, რასაც ქართული ჰქვია.

იცოდეთ: ესენი კიდევ 30 წელი აცხოვრებენ ქვეყანას ტყუილში და ჩვენს ხალხს სიღატაკესა და უსამართლობაში, თუ ერთად არ მოვიშორებთ “ნაციონალურ ოცნებას”. გაიგეთ, ეს უკვე ერთმანეთთან შეზრდილი ბოროტებაა. უერთმანეთოდ მათი პოლიტიკური და ფიზიკური არსებობაც კი წარმოუდგენელია. რაც ეკლესიის ირგვლივ ხდება, ესეც ერთობლივი ვერაგობის შედეგია, ამიტომ გავახილოთ თვალი, გავხსნათ გონება, გამოვფხიზლდეთ და ვიმოქმედოთ. 4 ივლისს, დღის 3 საათზე გელოდებით რუსთაველზე, ოპერის შენობის წინ.
კობახიძეს რომ ჩააბარებ ქვეყანას, სხვას რას უნდა ელოდე…”- წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“არა ჩადებას!”- გიორგი გახარიას “ფეისბუქ” პოსტი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა