ირმა ინაშვილი: ისიც გამოსაძიებელია ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო ეს ტელევიზია

საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ რუსთავი2-ის საქმის გამოძიება ადრეული ეტაპიდან უნდა დაიწყოს. პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშსაც კი არ მიუღია კანონიერად.

“მე მიმაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმის გამოძიება უნდა დაიწყოს უფრო ადრე პერიოდიდან. ისიც გამოსაძიებელია ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო ეს ტელევიზია. ეს არის ჩემი პოზიცია, რომ ბოლოსდაბოლოს გაირკვეს, სად არის სიმართლე. არც ქიბარ ხალვაშს არ მიუღია ეს ტელევიზია როგორც მე ვიცი. ეჭვის საფუძველი რჩება რა თქმა უდნა, მაგრამ მტკიცებით ფორმაში არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მეტი არგუმენტებია საჭირო და მეტი მტკიცებულებები,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი და ,,ოცნება” ყველაფერს გააკეთებენ, რათა ,,რუსთავი2″-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს”
შემდეგი სტატიამოქალაქეებს 17 930 338 ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ