ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

დღეს ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებიც შიმშილობენ გორში ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, იყო ზეწოლა და დაშინების ფაქტები, პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ისინი ამას არ დაემორჩილნენ. ხსენებულ ქალაქებში მოშიმშილეებს საშუალებას არ აძლევდნენ გაემართათ თავშესაფარი, რადგან ცუდი ამინდის გამო გაუსაძლისი პირობები შეიქმნ¬ა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიაქციოს ყურადღება ამ რეგიონების სამმართველოების საქმიანობას. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, შეიცვალოს საარჩევნო გარემო ქვეყანაში. მშვიდობიანი და სამართლიანია ჩვენი პროტესტი. არ ვაპირებთ ამ აქციების შეწყვეტას. პირიქით, ვაპირებთ გაფართოვებას და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. ამიტომ პოლიციას ვთხოვ, შეასრულოს მისი უმთავრესი ფუნქცია – დაიცვას მოშიმშილე ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.¬ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ პროტესტის რადიკალური ფორმა – შიმშილობა შეწყვიტოს და მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გააგრძელოს ოპონირება, ირმა ინაშვილმა რამდენიმე წუთში სოციალური ქსელით გასცა პასუხი. მანამდე კი მან

აფხაზეთმა მასწავლა: ომს ის კი არ იგებს, ვინც ოსტატურად ისვრის, არამედ ის, ვინც ბრძოლაში არ იღლება... ამიტომ ყველაფერი კარგადაა. მე ჯერ არ დავღლილვარ! “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

გავეცანი პრემიერ მინისტრის განცხადებას. მე, რა თქმა უნდა, არ ველოდი და არა ველი, რომ ხელისუფლება აღიარებს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.
მორიგჯერ ვიმეორებ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა არა მარტო საგარეჯოში, არამედ მარტვილშიც. მეტს გეტყვით, არ ვიცი მოვიგეთ თუ არა არჩევნები (კონკრეტულად) მარტვილში, მაგრამ მინიმუმ 10%-ით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე დაგვიწერეს.
მე ვერ ვიხსენებ, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლებას ოდესმე ეღიარებინოს არჩევნების გაყალბება. არადა, საქართველოში რომ არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა, ეს ყველამ კარგად იცის. საინტერესოა ისიც, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლებაში მოვა, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, ხოლო როცა თავად აღმოჩნდება ხელისუფლებაში, მაინც გაყალბების გზას ირჩევს!
საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს, პირველ რიგში, იცის ყველა საგარეჯოელმა და მერე იცის მთელმა საქართველომ. რაც მთავარია, ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და მეტს აღარ ვისაუბრებ!
დღეს ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით,რომ 2016 წლის არჩევნები არ გაყალბდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო მოხელეების, მერებისა და გამგებლების, პოლიციის უფროსებისა, თუ სხვათა ჩარევა საარჩევნო პროცესში, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება განიხილებოდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ვიბრძვით იმისათვის, რომ საარჩევნო კომისიებში 13 წევრიდან 10 არ ჰყავდეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ანუ ვიბრძვით, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყოს თავისუფალი და კონკურენტებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები. ჩვენი მოთხოვნები არაერთგზის გავაჟღერეთ პრესით, ტელევიზიით, ინტერნეტითაც, მაგრამ ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ვერ ხვდება და არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ამ ყველაფერს (ანუ რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ) გვპირდებოდა… მაგრამ ახლა არაფერს გვპირდება. თითქოსდა ეს მოთხოვნები არც ესმის. თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს! ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა! ხელისუფლება უკვე დღეს ემზადება 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის.
აი, ამიტომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ! ვიქნებით პრინციპულნი და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება! შიმშილობის აქცია არა მატო გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება! მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია ძალიან ცუდად იქცევა გორში, ზუგდიდსა და ქობულეთში. მთელი დღეა ცდილობს მოშიმშილეების დაშინებასა და აყრას. ამაშიც ჩანს, დღეს რაოდენ სავალალო ვითარებაში ვიმყოფებით. ჯერ ხელისუფლებას და შესაბამისად, პოლიციას შევახსენებ: შიმშილობა, თუ მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი სხვა სახეობა კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტია… და ამ ფუნდამენტს არავინ უნდა შეეხოს!
ირმა ინაშვილი. 2015 წლის 12 ნოემბერი.
მთავრობის სახლის მოედანი. მოშიმშილეთა აქცია.

banner
წინა სტატიაშიინჟერლიკში ამერიკის დამრტყმელი ავიაცია ჩაფრინდა
შემდეგი სტატია,,შარლი ებდომ,, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის კატასტროფას პორნოგრაფია უწოდა…