ირმა ინაშვილი: გვაყენებენ რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე

ვერაფერს ეს ხელისუფლება ვერ ხედავს საკუთარი თავის გარდა, ისინი ხედავენ მარტო თავის თავს, თვითონ ამტკიცებენ, თვითონ წარადგენენ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან ბევრნი ვართ და ყოველდღე ჩვენ ვიქნებით უფრო და უფრო ბევრი. უნდა ვიყოთ ბევრი, რადგან ეს ქვეყანა ხელში არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიებმა. ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ. მთელი ეს შვიდი წელი იყო მოლოდინის წელი, ახლა დასჯიან, ახლა აღადგენენ სამართალს, ახლა დაინახავენ, რომ ხალხს უჭირს. ვერაფერს ეს ხელისუფლება ვერ ხედავს საკუთარი თავის გარდა და ეს ვუთხარი გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროს. ისინი ხედავენ მარტო თავის თავს, თვითონ ამტკიცებენ, თვითონ წარადგენენ. გეუბნებიან, რომ ვიცვლებით და იგივე რჩებიან. საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი თავის თავის გარდა“,- განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშეა.

„ამასობაში ჩვენ ქვეყანაში რა ხდება? ჩვენ ვართ სიღატაკის წინაშე, რყევების წინაშე, გვაყენებენ რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე. ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. ჩვენ არ გვინდა შიშების ქვეშ ცხოვრობდეს ეს ხელისუფლება, ბოკერია სააკაშვილების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ. დღეს სააკაშვილ-ბოკერიას ხუთიოდე „პარტმუშაკი“, ვითომ ახალგაზრდა აქტივისტი პარლამენტის შენობიდან გამოსულ დეპუტატებს და ემზარ კვიციანს, რომელიც კოდორს იცავდა კბილებით და უამრავი ნათესავი დაკარგა ომებში, მოღალატეს უწოდებ. ეს მოღალატეები უნდა დავამთავროთ. მაგრამ გახარია რომ ამბობდა გუშინ, დავამთავრებ „ნაციონალურ მოძრაობასო“, მე ვუთხარი, თუ ამთავრებ, დაამთავრე, თუ არადა მე დამნიშნე გენერალურ პროკურორად ერთი კვირა და მე დავამთავრებ-თქო.

ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა, ყველა უნდა მოვემზადოთ ამისთვის. გარეთ ვიდექი და უამრავი ახალგაზრდაა, ვინც გვიერთდება და ეს ახალგაზრდობა არის ჩვენი იმედი, ხვალინდელი დღე. მინდა, მივესალმოთ ახალგაზრდებს. სულ ტყუილად გვეძახიან პენსიონერების პარტიას. ძალიან დიდი ტალღა შემოვიდა ახალგაზრდების. ყველას დიდი სალამი და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ თაობისთვის უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც მწამებელი ვერ დაგარიგებს ჭკუას“,- განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით თარხან-მოურავი: 2020 წელს ბოლომდე შეიცვალოს ხელისუფლება
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი: „ღარიბაშვილი და გომელაური ახალ პრემიერს გააკონტროლებენ“