ირმა ინაშვილი: გათენდა- დაღამდა! სიუჟეტიც კი არ იცვლება- მაცივარი მასობრივად ცარიელია!

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

მიყვარს ეს დრო. სიჩუმეა. ბევრ რამეზე ფიქრობს კაცი. გული იმაზე მწყდება, რომ დამძიმებულია ხალხი დაუსრულებელი ტყუილით. ტყუილით ეკონომიკაში! ტყუილით- პოლიტიკაში! ტყუილით- არჩევნებში! ტყუილით- ეკრანზე! ტყუილით- ციფრებში, სტატისტიკაში. პენსიონერი წამალს ვერ ყიდულობს, სტუდენტი- სწავლის საფასურს ვერ იხდის, სოფლად ადამიანების ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული: გათენდა- დაღამდა! სიუჟეტიც კი არ იცვლება.

25 წლის გოგონას შეხვდები და 60 წლის ქალს ჰგავს, ისეა ფიზიკურად გატეხილი. ერს მიზანი, უკეთესი მომავლის რწმენა უქრება. ხელისუფლება კი, ლაპარაკობს პროგრესზე, კეთილდღეობაზე და ამ დროს, მაცივარი მასობრივად ცარიელია! კაცი თანამდებობას მოიხვეჭს და იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ქვეყანას არგოს, ოჯახისთვის ტუალეტის ქაღალდსაც კი ბიუჯეტის ფულით ყიდულობს. არავინ არავის არ აფასებს! არავინ არავის პატივს არ სცემს! არავის არ უნდა სხვისი დამსახურების არც აღიარება, არც დანახვა! მარტო “მე”, “მე”, “მე”,”მე”… ზნეობრივი ღირებულებები ამოყირავდა.

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო და ზოგიერთი პირდაპირ ეშმაკს უმეგობრდება. ზოგი უფრო წინ მიიწევს, იქ იშენებს ბუდეს, რა ბოროტებასაც თავის დროზე თვითონ ებრძოდა. ბრაზიანი ბავშვების ხელში ვართ, რომლებიც დეპუტატებიც არიან და მინისტრის მოადგილეებიც, დეპარტამენტის უფროსებიც და მთავარი სპეციალისტებიც, მაგრამ მათ ნაწილს ვერ გაუგია, რას ნიშნავს,- იყო სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი. მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ქაღალდის ხელსახოცი ისედაც გაჭირვებული ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა იყიდო. მაქსიმუმ იმას ნიშნავს, რომ სადაც ხარ, იქ ქვეყნისთვის უნდა იშრომო და არა შენი სიდედრის ბედნიერი მომავლისათვის-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიორმა ნიღბიანმა სენაკში მაღაზია “მაგნიტი” დააყაჩაღა-წაღებულია 2 ცალი შოკოლადი
შემდეგი სტატიაარარაობა, თვითონ არ იცის რას ყბედობს – მაჩალიკაშვილი წულუკიანზე