ირმა ინაშვილი : გარეჯის სათადარიგო გეგმა დიდი ხანია არსებობს

გარეჯის სათადარიგო გეგმა, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ღიად პრორუსულმა ძალამ, რომელიც კრემლიდან ფინანსდება, ჯერ კიდევ 2019 წელს მოხაზა სცენარი, რომლითაც ახლა ოცნების პროკურატურა მიდის. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან პროკურატურას მიმართა და დემილიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის გამოძიება მოითხოვა.

მაშინ ირმა ინაშვილი ამტკიცებდა, რომ არსებობდა რუკები, სადაც საქართველოს დადანაშაულება შეეძლო.

“სადემარკაციო კომისიის მუშაობა გამოსაძიებელია, რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რამდენად მომგებიანი იყო მათი პოზიცია საქართველოსთვის, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იყო დანაშაული და ამის დამტკიცებას შევძლებ”, – აცხადებდა ირმა ინაშვილი.

ხელისუფლება კი ღიად აკრიტიკებს ყველას, ვინც გაბედავს და კითხვებს დასვამს მიმდინარე გამოძიების შესახებ.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე : 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას არ ასახავს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო