ირმა ინაშვილი: ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯამში 185 000-ზე ნაკლები ადამიანი მივიდა. ჩვენ კი, ამ ქალაქებში 214 000 ამომრჩეველი გამოვკითხეთ, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ჯამში მივიდა არჩევნებზე!

გაირკვა, რომ მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს სააკაშვილის პარტიას, 0,48% – ბოკერიას პარტიას, 0,2%- ნათელაშვილის პარტიას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ, მათ ირგვლივ თავმოყრილ პარტიას (ერთად აღებულს) მხარს ამომრჩევლის მხოლოდ 1.3% უჭერს!

ამგვარად, ჯამში, სააკაშვილს, ბოკერიას და მათ ირგვლივ გაერთიანებულ კიდევ 30 პარტიას მხარს ამომრჩევლის
8,5%-ც კი არ უჭერს მხარს! მაშინ, როდესაც ჩვენ მათზე ხუთჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს!

საინტერესოა, რომ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებზე ეს 32 პარტია ჩვენზე 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ნაკლებ ადამიანს ჰკრებს! ანუ ხალხი მათთან უბრალოდ არ მიდის!

საინტერესოა, რომ ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!

საინტერესოა, რომ ვერც კარდაკარ დაიდან და ვერც რაიმე ტიპის გამოკითხვას აწარმოებენ, რადგან 1000 აქტივისტიც კი არ ჰყავთ, რომ ყველაზე მარტივი გამოკითხვა ჩაატარონ!
სამაგიეროთ, დაუსრულებლად ქირაობენ სხვადასხვა მატყუარა კომპანიებს და თვალში ნაცარს გვაყრიან!

საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონის მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ. ვაი, თქვენს პატრონს, მართლა. ახლა აიღეთ ეს კომენტარი და გაავრცელეთ პარლამენტის ოფიციალური საიტიდან-წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: პარტიებისთვის ამოცანა არა მეტი მაჟორიტარის დაყენება, არამედ ხელისუფლების წაგებაა მაქსიმალურ ოლქებში
შემდეგი სტატიაგახარიამ მთავრობა იის ყვავილობის რეჟიმზე გადაიყვანა