დღეს ივანიშვილი დამოკიდებულია მაბეზღარა, წილისმწამებელ კობახიძის ჩაჩურჩულებაზე და ამ ჩურჩულით იმართება დღეს ქვეყანა. ეს არ ის სახელმწიფოს მართვა? – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
“ივანიშვილს წლების მანძილზე სხვა ადამიანები ჰყავდა გვერდში და მათ რჩევებს ითვალისწინებდა, იგივე ხუხაშვილი, თინა ხიდაშელი, მე ამ ადამიანების რჩევები მომწონდა-თქო, რომ გითრათ, მოგატყუებთ, მაგრამ არც ხუხაშვილის და არც ხიდაშელის რჩევებით, ივანიშვილი ბოლშევიკურ საბჭოთა საქართველოს არ აშენებდა მაშინ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის დამოკიდებულია მაბეზღარა, წილისმწამებელ კობახიძის ჩაჩურჩულებაზე და ამ ჩურჩულით იმართება დღეს ქვეყანა. ეს არ ის სახელმწიფოს მართვა? – განაცხადა ინაშვილმა.














