ირმა ინაშვილი – დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, სააკაშვილს დავაკავებ

region
ავტ.: region თებერვალი 11, 2019 18:37

ირმა ინაშვილი – დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, სააკაშვილს დავაკავებ

ლიეჟში შეხვედრა ჩვენი საზოგადოებისთვის არ იყო საინტერესო, „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ და დააკავონ.

„მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწერს „ენდიაი“ (NDI) და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

region
ავტ.: region თებერვალი 11, 2019 18:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics