ირმა ინაშვილი: დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება

სახლში ვერ დავრჩები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გარშემო ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. არ ვამბობ, რომ მთებს შევძრავ, მაგრამ მგონია, რომ ისიც პატარა საქმეა, თუ დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება. ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივით ამ დღეებში საქველმოქმედო პროექტი იწყება,- სანიტარული პაკეტი მათთვის, ვისაც ჰიგიენური და სამედიცინო ნივთების შესაძენად საკმარისი სახსარი არ აქვს. სწორედ ამ პროექტს გავუწევ კურატორობას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმსახუროთ ნებისმიერ სხვა საქმეში, თუ სახლშიდარჩენილებს გარედან ჩემი დახმარება დაგჭირდებათ.
გვქონდეს ღმერთის იმედი, გვქონდეს ღმერთის რწმენა და ყველა განსაცდელს მოვერევით-აცხადებს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშისაირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს
შემდეგი სტატიაზესტაფონში, სატვირთო მატარებელში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა