ირმა ინაშვილი: ჩვენ გვჭირდება ობიექტური ინფორმაცია და არა ხმამაღალი ნოტები

“ბევრი, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ყველა ვცდილობთ ზომიერების დაცვას. ამავდროულად, პანიკის ის მასშტაბი, რასაც ახლა ბიძგი მიეცა საქართველოში, არანაკლებად დამაზიანებელი და სახიფათო მგონია ადამიანებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, ტონალობა უნდა შეარჩიონ და შეარბილონ როგორც სპიკერმა ექიმებმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ გვჭირდება ობიექტური ინფორმაცია და არა ხმამაღალი ნოტები. მეორე – არაა საჭირო საზოგადოების დაზაფრვა იმ პროპაგანდისტული კლიპებით, სადაც ბევრ კუბოს გვაჩვენებთ და გგონიათ, რომ ეს აიძულებს ადამიანებს არ გავიდნენ აივანზეც კი. გავითვალისწინოთ, რომ ამ საშინელ კლიპებს უყურებენ ბავშვები, სახლშიგამოკეტილი მოზარდები და მოხუცები, რომლებიც ისედაც ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, კორონავირუსის ეპიდემიის გარეშეც. დავმშვიდდეთ ყველა. დავინდოთ ერთმანეთი”-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1,7 მილიონი დოლარის დაფინანსებით ეხმარება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – 17 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში საქართველოს 6 435 მოქალაქე დაბრუნდა