ირმა ინაშვილი: არა-ომს!

20 ივნისიდან დღემდე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო „ქართულმა ოცნებამ“ და რომ დარბაზში ბოკერიას პარტიის ლიდერები და აქტივისტები შებრძანდნენ წინა დღეს დამზადებული პლაკატებით! რომ ეს პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ და ბოკერიას პარტიამ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს.

ჩვენ, ასევე, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნაცმოძრაობა ამ პროცესებში ჩაერთო შედარებით გვიან და ჩაერთო, დესტაბილიზაციის მიზნით.

ვამბობთ მკაფიოდ: რუსთავი2-ის ეთერში გიორგი გაბუნიას განცხადებები მიმართულია სწორედ დესტაბილიზაციის გაღრმავებაზე და , რაც ბევრად უარესია, ზემოხსენებულმა მოვლენებმა ( ჯამში) შეიძლება გამოიწვიოს რუსეთ-საქართველოს ომი!

მიგვაჩნია, რომ ნაცმოძრაობა, რომელმაც სამარცხვინოდ ჩააბარა კოდორი და ახალგორი, მიზანმიმართულად ახორციელებს ახალ პროვოკაციებს, ახალი ომის გაჩაღების მიზნით, რათა საქართველომ დაკარგოს ტერიტორიები: ერთის მხრივ, ყაზბეგიდან ბორჯომი-ნინოწმინდა-ახალქალაქის ჩათვლით და, მეორეს მხრივ, დაკარგოს ანაკლია!

ამ ვითარებაში მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას,- მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია:
არა-ომს!
არა-რუსთავი2-ს!
არა-ნაცმოძრაობას!
არა-ბოკერიას საქართველოს!
არა- „ქართულ ოცნებას“!
არა-ლგბტ პროპაგანდას!
არა-პროვოკაციებს, რომლებსაც მივყავართ ომამდე და ახალი ტერიტორიების დაკარგვამდე!

ჩვენ გვინდა მშვიდობა! გვინდა და გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია! ჩვენ გვინდა სამშვიდობო დიალოგი! გვინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და არა ახალი ტერიტორიების დაკარგვა!

ამ სულისკვეთებით და მოთხოვნებით 13 ივლისს, შაბათს, საღამოს 6 საათზე ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ვიკრიბებით თბილისის, რუსთავის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში! დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით!

 

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2 ის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: აი, ის მოღალატეები, პუტინის გამო რუსთავი 2-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები