ირმა ინაშვილი: არ ენდოთ “ქართული ოცნების” არც ერთ სიტყვას

” არ ენდოთ “ქართული ოცნების” არც ერთ სიტყვას. როცა წინა რეჟიმს მოძალადეს უწოდებენ, თვალი გაახილეთ და დაინახეთ, რომ ეს 9 წლის მანძილზე ნაცადი და დამკვიდრებული პოლიტიკური თამაშია, სანახაობის მაყურებლისთვის საკენკის დაყრაა, სხვა არაფერი. დასაჭერს დაიჭერდნენ და პოლიტიკური ველიდან გაწევდნენ, ვინმეს ამისი სურვილი და მიზანი რომ ჰქონოდა. “ქართული ოცნება” დასრულდება ნაცმოძრაობის დასრულებასთან ერთად, ამიტომ ისინი ერთმანეთს ვითომ მტრობენ და სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებენ. ამათზეა სიმღერა “უშენოდ, მზე არ მზეობს უშენოდ”… არ იქნება ნაცმოძრაობა, არ იქნება კობახიძის ოცნება, ვისაც ეს ჯერ კიდევ არ ესმის, შეეცადოს ტვინი დაძაბოს და მიხვდეს,”-წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ქაოსი და დესტაბილიზაციას ვერ ეღირსებით
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა გრძელდება