ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება, არ დასრულდება

1. სააკაშვილი და ბოკერია ბოროტი ძალაა, ამიტომაც არ შევუერთდით აქციას პარლამენტის წინ.
ვინც მათთან გაერთიანდა, ბოროტებასთან გაერთიანდა.
ჩვენ ვმოქმედებთ ცალკე, დამოუკიდებლად იმიტომ, რომ იქ არასდროს დავდგებით, სადაც ბოროტებაა.

2. ის, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოროტებს- თავისი, ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. მიზეზი, რის გამოც პროტესი დაიწყო, გამოიწვია “ქართული ოცნების” დაუსრულებელმა ტყუილმა და ამ ტყუილზე ის პასუხისმგებელია.

3. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვისა და ბრძოლის, პროტესტის ფორმებზე ჩვენ სულ სხვა წარმოდგენა გვაქვს და ეს ჩვენმა აქციამაც აჩვენა, არ ვთვლით, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა. ბოროტების გარდა, იქ შეცდომაში შეყვანილი ადამიანებიც იდგნენ. თუ ხელისუფლებას რევანშის ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია და მტკიცებულებები ჰქონდა და აქვს, მაშინ რატომ მიიყვანა პროცესი ბოქლომებამდე, გაუგებარია. რატომ არ ასაჯაროვებს ამ ინფორმაციას?!

4. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული დასკვნები გამოიტანა და დღეს, აქციის დაშლისას არ მომხდარა რაიმე ფიზიკური ძალადობა ან ინცინდენტი. სპეცრაზმი მოქმედებდა მშვიდად, კანონის ფარგლებში. ეს დამამშვიდებელია და კარგი!

5. თუმცა, აქციის ე.წ. ჰუმანური დაშლაც კი არ იქნებოდა საჭირო, ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე პოლიტიკური სპექტრი და
მიეღო კანონპროექტი. აქციის დაშლა არც იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, “ქართულ ოცნებას” სააკაშვილ- ბოკერიები რომ დაესაჯა.

8. ახლა ხელისუფლებამ რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუტია, ამ ბოროტებას შვიდი წლის მანძილზე რატომ აცოცხლებს?! და ჩვენს რეზოლუციას რატომ არ დაუჭირა მხარი?!
7 წელი ხალხს რომ ატყუებ, ეს იგივე მავნებლობა და ბოროტება არ არის?!

8. ე.წ. ჰუმანური დაშლა ტენდენციად რომ არ იქცევა და რომ არ გახშირდება, ამის პირობას ვინ გვაძლევს?! და რომც დაგვპირდნენ, ვის დაეჯერება?! ასე შეიძლება, ეს მეთოდი ხელისუფლებამ ნებისმიერ დროს გამოიყენოს, როდესაც ოპოზიცია საპროტესტოდ შეიკრიბება.

9. ხელისუფლებამ უარი თქვა კომპრომისზე და გადაწყვეტილების შეცვლაზე, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ ამ განცხადებებს, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა. აქციები და პროტესტი გაგრძელდება, არ დასრულდება.

 

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ყველაფერი გაგრძელდება, პირველი მისია შესრულებულია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება