ირმა ინაშვილი: ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ყველა პრემიერის, 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით

„აქცენტის გადატანა მხოლოდ იმაზე, რომ თურმე, ამას გახარია აკეთებდა, ძალიან დიდი ბოდიში, რა. ისრების მხოლოდ გახარიაზე გადატანა ძალიან უხერხულია. პირდაპირ გეტყვით – ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ყველა პრემიერის, 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები დოზით. იმიტომ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს, ამაში ვის რა წილი პასუხისმგებლობა ჰქონდა. უნდა დადგეს შესაბამისი სტრუქტურების ყველა პირველი პირის და მათი მოადგილეების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს წამების ტოლფას ქმედებასთან, რადგან ადამიანების თვალთვალი და მიყურადებაც წამებაა და ეს საქმე აუცილებლად მივა ევროსასამართლომდე.მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სამღვდელოებას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ ელოდა და ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ დიპლომატების მოსმენა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა.

ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი 45%, ან 40%-იანი რეიტინგი და თუ არჩევნებში მმართველი პარტია მაღალ-მაღალ პროცენტებს დაიწერს, მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს – მშვიდობიან, დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: შეიძლება, „ქართული ოცნების“ საქმე ჰააგამდეც მივიდეს
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესია