ირმა ინაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2019 01:46

ირმა ინაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

“ანა, მარიამ, ნინო, ქეთევან, თამარ, ნუცა, ნათია, შორენა, ელენე, ნატა, ელისაბედ, ნიკოლოზ, ლევან, დიმიტრი, ანდრია, ზურაბ, ირაკლი, ლუკა, ზეზვა, ლაშა, რატი, გიორგი, სხვანო- შვილებო!!! ჩვენო შვილებო!!!

ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს აქვს გვერდი სოციალურ ქსელში და თუ პირადად ვერ წაიკითხავთ, მეგობარი ან ნაცნობი მაინც გადმოგცემთ, რასაც გწერთ:

ცხოვრებაში ბევრი სირთულეა. 13, 14, 15, 16 წლები ეს ის ასაკია, როცა თქვენში დიდი გარდატეხა ხდება, ყველაფერს თქვენებურად ხედავთ: ადამიანებსაც, სამყაროსაც, პრობლემებსაც. ჩვენც გავიარეთ ეს გზა, ძალიან ხორკლიანი და ცივი გზა, მერე გადავედით სხვა საფეხურზე… იცოდეთ: არც ამ საფეხურიდან იცხოვრებთ სირთულეების, ტკივილის, სევდის, მწუხარების, იმედგაცრუების, განსაცდელის გარეშე, მაგრამ გახსოვდეთ, რასაც დღეს თავისებურად გავიწყებენ, აკნინებენ, გაშორებენ-ღმერთს… მას თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ სულ თქვენთანაა იგი. როცა მოგაწვებათ უმწეობის დიდი ტალღა და იფიქრებთ, რომ ცხოვრება დამთავრდა, დაღამდა და არაა გამოსავალი, იცოდეთ: არაფერიც არ დამთავრებულა. ყოველთვის იპოვის ადამიანი გამოსავალს. რასაც ხმამაღლა ვერავის გაუმხელთ, იქვე ახლო, სადმე ტაძარში მიირბინეთ, ნებისმიერ ხატთან დადექით და თქვენი სიტყვებით თხოვეთ ღმერთს დახმარება. თუ ტაძარი დაკეტილია, სადაც ხართ, იქ დახუჭეთ თვალი, წარმოიდგინეთ, რომ ტაძარში ხართ და ისევ თქვენი სიტყვებით ითხოვეთ დახმარება… გახსოვდეთ, გჯეროდეთ: გამოხვალთ თუ არა ტაძრიდან, ან გაახელთ თუ არა თვალს, ღმერთი გაჩვენებთ გზას, საით უნდა წახვიდეთ და მიხვდებით: სულ ტყუილად ფიქრობდით, რომ გამოსავალი არაა”-წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2019 01:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics