„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს,ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე გარემოს დაცვის მინისტრებთან ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა აქვს.
მისი განცხადებით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული საყდრისის და ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო. ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ მწვავე შეკითხვები მიხეილ გიორგაძესთან სწორედ საყდრისთან დაკავშირებით ექნება და ”ალიანსი” გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე მწვავედ ისაუბროს და ფაქტები დაასახელოს.