ირმა ინაშვილი: ადამიანთა წამება არაა ღმერთის გზა

დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის: ადამიანთა წამება, მასობრივი მკვლელობები, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორება, ძალაუფლების შეტკბობა და ამ ძალაუფლებით ადამიანთა განადგურება, ქართველი ერის ნაცვლად, ახალი ჯიშის მოქალაქის (ურწმუნო, უსქესო, უსამშობლო, უერო) გამოზრდის მცდელობა, რისთვისაც იღწვოდნენ სააკაშვილიც და ბოკერიაც, არაა ღმერთის გზა.

ღმერთი, რწმენა, მართლმადიდებლობა, აღსარება და ზიარება თამაში არ არის და ფრთხილად უნდა იყოს ყველა, ვინც ღმერთს და რწმენის საკითხს ხედავს, როგორც პოლიტიკური ქულების მოხვეჭის ინსტრუმენტს.

რაც გაუკეთეს გურამ შარაძეს, სერგო თეთრაძეს, როინ შავაძეს, სულხან მოლაშვილს, ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს, სანდრო გირგვლიანს, კიდევ ბევრზე ბევრ ადამიანს, ესაა უღმერთოობა და არც ღრმა ანალიზი სჭირდება ამას და არც ფილოსოფიურ-პოლიტიკურ ჟანრში კომენტირება.

და ვითარების მთელი ტრაგიკულობა იმაშია, თუ (თეორიულად) საშუალება მიეცემათ, უარესს გაიმეორებენ!-წერს ირმა  ინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა, პოლიტიკური რევანშიზმის პრევენცია და გნებავთ ერთგვარი პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადებაც პრინციპში სწორი იდეაა”
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსშია