ირმა ჭკადუა თოლორდავას პოლიციაში დაბარებაზე – ამაში გასაკვირი არაფერი არ არის

ადვოკატი ირმა ჭკადუა დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარების თემას, ტვ-პირველის ეთერში გამოეხმაურა. როგორც ჭჯადუამ აღნიშნა თოლორდავას დაბარებაში საგანგაშო არაფერია და ყველა დოკუმენტი, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება საბოლოო დასკვნისთვის მიეწოდებათ ექსპერტებს.

„თუკი საუბარია იმაზე, რომ მან სამჯერ გაიკეთა ოპერაცია, ჩვენ იურისტები ვართ და არაერთხელ გვქონია ასეთი შემთხვევა ყველა დოკუმენტი, რაც მის ჯანმრთელობას უკავშირდება საბოლოო დასკვნისთვის მიეწოდებათ ექსპერტებს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გავრცელებული ინფორმაციით თოლორდავას დაკითხვა სამი წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. 2015 წელს დავით თოლორდავას იარაღი გაუვარდა და დაიჭრა. საგამოძიებო უწყებას კითხვები სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიგამოძიება დასკვნით ეტაპზეა-“ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი