ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად აღიარა

ირლანდიის სენატმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს. ამის შესახებ Twitter-ზე პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა, მარკ დალიმ განაცხადა – “რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა გენოციდის აქტია”, – წერს ის.

ირლანდიის სენატმა მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, შეინარჩუნონ და გაზარდონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, იმავდროულად, შეაჩერონ რუსული ნავთობისა და გაზის, აგრეთვე ნახშირის იმპორტი, რომელიც აფინანსებს რუსეთის ომის მანქანას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი რუსეთის პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანის წინააღმდეგია
შემდეგი სტატიავოლსკი – ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია, თაღლითური სქემაა ფაქტობრივად – სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, დანაშაულის ნიშნები არსებობს