ირლანდიის პრემიერ-მინისტრი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის პერსპექტივის შექმნა იყო დამსახურებული

ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის პერსპექტივის შექმნა იყო დამსახურებული, – ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა.

მაიკლ მარტინი აღნიშნავს, რომ მიესალმება ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.

„პირველ ყოვლისა, გუშინდელი საღამოს გადაწყვეტილებას მივესალმები. კომისიის ანალიზის დასკვნა აჩვენებს, რომ მიღწეულია უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და საბჭოს გუშინ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის განაცხადზე სტატუსის შესახებ იყო დამსახურებული, ამასთან, შემდეგ საქართველოსთვის პერსპექტივის შექმნა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმდენად, რამდენადაც ის ნამდვილად ქმნის დამატებით იმპულსს სრული გაფართოების პროცესის გარშემო და არის საკმაოდ გეოპოლიტიკური, სტრატეგიული პერსპექტივები. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ახალი ეპოქის უზრუნველყოფა როგორც ევროკავშირის გაფართოების, ასევე ევროპის კონტინენტზე საზღვრებს გარეთ საუბრის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაიკლ მარტინმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს
შემდეგი სტატიაქართველი დიპლომატები მიმართვას ავრცელებენ