ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანი დეპორტირდა

ირლანდიიდან საქართველოში 52 ადამიანი დეპორტირდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ირლანდიის პოლიციაში ადასტურებენ.

ცნობილია, რომ დეპორტირებულებს შორის 35 კაცი, 10 ქალი და 7 ბავშვია.

“გაძევებული ბავშვები ყველა საოჯახო ჯგუფის წევრები არიან. ყველა პირი ჩარტერული რეისით გაიყვანეს, რომელიც დუბლინის აეროპორტიდან გუშინ საღამოს, 2025 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მიმართულებით გაფრინდა”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდება დიქტატორად, ევროკავშირიც ვერ აღიარებს დიქტატორად მას, რომც უნდოდეს, რადგან ის ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც მივიჩნევთ
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით