ირლანდიაში ნარკომანებს ექიმის თანდასწრებით შეეძლებათ ინექციის შეყვანა

ირლანდიაში ნარკომანებს ექიმის თანდასწრებით შეეძლებათ ინექციის შეყვანა

ირლანდიაში ნარკომანებს ექიმის თანდასწრებით შეეძლებათ ინექციის შეყვანაირლანდიაში უახლოეს მომავალში მოეწყობა სოციალური ოთახები, სადაც ნარკომანები მათთვის საჭირო დოზის ექიმის თანდასწრებით გაკეთებას შეძლებენ – ამის შესახებ დღეს Sky News ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც დამოცემა წერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში იშვიათი შემთხვევა არ არის, როცა ნარკომანები ღიად იკეთებენ ინექციას ქუჩაში. ექსპერტების თქმით, სოციალური ოთახები ნარკოტიკების პოპულარიზაციას შეუშლის ხელს და ამასთანავე ნარკომანების ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს.

სავარაუდოდ, სოციალურ ოთახებს თვეში 400 ადამიანი ესტუმრება.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე მოქმედებს მსგავსი ოთახები. დღევანდელი მონაცემებით, არც ერთი ნარკომანი, რომელიც იქ იკეთებს ინექციას ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან არ დაღუპულა.

banner
წინა სტატიაშისროლა სამხრეთ საფრანგეთის მეჩეთთან- არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაახალი წლის ღამეს საფრანგეთში 800 მანქანა დაწვეს