ირლანდია სწორად აფასებს ჩვენს რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ირლანდიაში საქართველოს ელჩი

ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, ირლანდია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს გაწევრიანებას. მისივე თქმით, სწორედ ამის დასტურად მიიღო გუშინ ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას გიორგი ზურაბაშვილმა განუცხადა, იმედოვნებს, გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება და ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ირლანდია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს გაწევრიანებას. ამის დასტურად ირლანდიის პარლამენტმა მიიღო არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია, გუშინ სენატმა მიიღო კიდევ ერთი საქართველოსადმი მხარდამჭერი რეზოლუცია, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ რეფორმებს, ასოცირების ხელშეკრულების ჩატარებულ უზარმაზარ სამუშაოებს. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ამ რეზოლუციაში არის ასახული, ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც დღეს სუფევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის ირლანდია, სწორად აფასებს ჩვენს რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ვიმედოვნებთ, ივნისის გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო და სტატუსს მოგვანიჭებენ“, – განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგულთბილად ვესალმები ეკვადორს, საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას შეუერთდნენ – ოსტინი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა