ირკუტსკის ოლქში „ტუ-22-ემ-3“ ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ერთი მფრინავი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში „ტუ-22-ემ-3“ ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, დანარჩენმა სამმა მფრინავმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო. ბომბდამშენმა კატასტროფა გუშინ საღამოს, გეგმური ფრენის შესრულებისას განიცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო. თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ, წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

banner
წინა სტატიაშინიკოლაი პატრუშევი: ამერიკელებმა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა მოაწყვეს
შემდეგი სტატია„სიენენი“: რუს სამხედროებს რესურსი კურსკის ოლქში გადააქვთ, რათა შეეწინააღმდეგონ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ