ირკუტსკის მოსახლეობამ სახურავზე დაწერა “SOS, პუტინი, დაგვეხმარე”

88ირკუტსკის ერთ-ერთი შენობის სახურავზე წარწერა გაჩნდა “SOS, პუტინი, დაგვეხმარე”. სახლის მცხოვრებლებმა რუსეთის პრეზიდენტს ასეთი ფორმით მიმართეს დახმარებისთვის – FlashSiberia წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სახლის მცხოვრებლებს კომპანიამ გაუთიშა ელექტროენერგია. სახლი ადრე სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა, ის ავარიული შენობების რიცხვშია, თუმცა, რამდენიმე ოჯახი მაინც ცხოვრობს.
შენობაში გათბობის სისტემა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ირკუტსკში ტემპერატურა 0-ზე ქვევით ჩადის ღამის მანძილზე.
გამოცემა არ წერს, იცის თუ არა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გზავნილის შესახებ.

banner
წინა სტატიაშინობელის პრემია მედიცინის დარგში იაპონელმა ბიოლოგმა იისინორი ოსუმმა მიიღო
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ხულოში – თონეში აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა