ირინე იმერლიშვილი: საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას გააგრძელებს

ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს.

ამის შესახებ ვარშავაში, ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.

როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, ეს მზადყოფნა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა.

„ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო მზად არის, გააგრძელოს მისია ჯარისკაცების იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გვყავს დღეს“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა ევროპას მოუწოდა ანტირუსული სანქციების გამო შექმნილ სირულეებს შეეგუონ
შემდეგი სტატიაიტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ბრიტანეთს რეფერენდუმის მიუხედავად შეუძლია ევროკავშირში დარჩეს