26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ირინა წაქაძე: სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების მეთოდოლოგია, შესაძლოა, მომავალი წლიდან შეიცვალოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინა წაქაძის განცხადებით, უწყება ახალ კრიტერიუმებზე მუშაობას წლის ბოლომდე დაასრულებს.

წაქაძის განმარტებით, არსებობს საერთაშორისო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ოჯახების გადამოწმების სისტემა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა ახლდებოდეს, საქართველოში კი ეს მეთოდოლოგია რამდენიმე წელია არ განახლებულა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უნდა შევიმუშავოთ განახლებული მეთოდოლოგია, რათა კიდევ უფრო მიზანმიმართულად მივმართოთ სახსრები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული. დიდი ალბათობით, ეს ახალი სისტემა უკვე მომდევნო წლიდან შევა ძალაში. ამ პროცესში, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი გვეხმარება“, — განაცხადა ირინა წაქაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: შეხვედრაზე ჩემი მთავარი მოთხოვნა სინდისის პატიმრების გათავისუფლება იყო
შემდეგი სტატიამოსკოვი კიევში “გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე” იერიშების მიტანით იმუქრება