ირინა სარიშვილი:”დიდ სამამულო ომში” პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი საქართველომ “გაიღო”

jariskacis-mama“დიდ სამამულო ომში” პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი საქართველომ “გაიღო”…
არა იმიტომ რომ ქართველებს განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდათ ჰიტლერის…
არა იმიტომ რომ ყველა ომში წასულისთვის ეს სამშობლოს დაცვას ნიშნავდა…
არა!
მხოლოდ იმიტომ რომ სტალინის გადაწყვეტილებით საქართველოდან ყველაზე დიდი პროცენტი იყო გაწვევის…
რა იყო ამის მიზეზი – კომპლექსი, რომ ქართველების მიმართ სუბიექტურად არ ჩათვლილიყო, უბრალოდ ქართველების სიძულვილი თუ რამე სხვა, ფაქტია რომ საქართველოს ყველაზე მაღალი წილი ამ ომში სტალინის დამსახურებაა.
სტალინის, რომელსაც იმისდა მიუხედავად, ვინ თვლის გენიად და ვინ არა, ქართველებისთვის სიკეთე არ მოუტანია და ამას ვერცერთი ყველაზე მაგარი სტალინელიც ვერ უარყოფს!
იმ პერიოდში სხვადასხვა მოტივი არსებობდა იმ ომში წასვლის: პროპაგანდით გაბრუებულები, უბრალოდ გაწვეულები თუ სულ სხვა მოტივით წასულები…
მე ადამიანი ვარ და არ გეგონოთ, ის მოხუცები არ მიყვარს, რომლებიც აქამდე მოვიდნენ ცოცხლები და ჩვენი საპატრონოა! ან იმ ადამიანების ხსოვნას შეურაცვხყოფ, რომლებიც ან ენთუზიაზმით (ასეთი ძალიან ცოტა იყო), ან გაწვევით, ან ჯარისკაცის მამასავით შვილის მოსაძებნად ომში წავიდა და დაიღუპა!
არა!
მეც, როცა საშუალება მქონდა, მათაც და ყველა უყურადღებოდ დარჩენილს რითაც შემეძლო ვეხმარებოდი, ერთადაც ვკრებდი, მაგრამ…..
ზეიმი სხვაა…
ეს დღე რომ გლოვის დღედ გამოცხადდეს საქართველოში, ისევე როგორც ამ ამის დაწყების დღე, ამას გავიგებ – საქართველომ თავისი საუკეთესო ნაწილი დაკარგა ამ ომში!!!
სხვის ომში!!!
ეგებ ამ თემაზე მაინც შევთანხმდეთ ყველა ერთად, მიუხედავად პოლიტიკური თუ რაიმე სხვა განსხვავებისა:
ქართველი ერის მიერ გაღებული მსხვერპლი სხვის ომში,რომელში გამარჯვებამაც არც საქართველოს და არც ნახევარ მსოფლიოს სიკეთე არ მოუტანა, – ტრაგედიაა!

გამარჯვება და ზეიმი მაშინ იქნებოდა, ფაშიზმი რომ დასავლეთს დაემარცხებინა და არა მეორე ფაშისტს, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გააწითლა!

 ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაში“შეხვედრა შეხდვერისთვის, მეჩვენება კონტრპროდუქტიულად, მავნედ” – დავით ბაქრაძე ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის და თბილისის მერიის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯარვა