ირინა სარიშვილი:დასკვნების გამოტანაში გონება კი არა შიში გმართავთ, შიში რომელიც გონებას გიბნელებთ!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

sarishviliმინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ამ ხელისუფლების დაცვის მიზნით პირველ არხზე დღევანდელი გადაცემის ჟურნალისტს აგინებს და ივანიშვილს გულაჩუყებული აქებს:
თქვენ, ვინც მოუმზადებელს და უინტელექტოს სალომე ასათიანს უწოდებთ, არც ისეთი უგუნურები ხართ, რომ ვერ ხვდებოდეთ, რომ ყველაფერი პირიქითაა…
თქვენი დღევანდელი რეაქციით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ დასკვნების გამოტანაში გონება კი არა შიში გმართავთ, შიში რომელიც გონებას გიბნელებთ!
ეს არის შიში მომავალი, ახალი საქართველოსი, სადაც თქვენ საკუთარ ადგილს და ფუნქციას ვერ ხედავთ და ამის გამო მზად ხართ საკუთარ შვილებს, მათ შორის სალომე ასათიანს ტანკით გადაუაროთ!
მესმის, რომ ძალიან აქტიურ ასაკში დარჩით უფუნქციოდ ,მაგრამ ეგებ ცოტა სხვანაირად შეხედოთ ყველაფერს!
ეგებ მიხვდეთ რომ მომავალი ჩვენი შვილებისაა და თუ მათ გავყვებით და გადავყვებით ახალ საქართველოში, ჩვენც კარგად ვიქნებით და ჩვენი შვილებიც!
ყველას, ვისაც შვილები გვიყვარს არა როგორც საკუთარი ამბიციების მომსახურე პერსონალი, არამედ როგორც ჩვენი მომავალი თაობა, გთხოვთ:
შეჩერდით!!!
არ გინდათ ჭაობი!!!
არ ღირს შვილების დაკარგვა ამ ჭაობის გამო!
დამიჯერეთ: ბევრად კარგად იგრძნობთ თავს თუ შვილების გვერდით დადგებით და არა გადაეღობებით მათ და ისევ უკან, ჭაობისკენ არ დაუწყებთ ქაჩვას!
მომავალი ჩვენი შვილებისაა!
ჩვენ მომავალში ჩვენი შვილების გვერდით დგომით მოვხვდებით მხოლოდ!
თუ სხვა რამეს ვერ ხვდებით, შვილები ხომ მაინც გიყვართ?!
სალომე ასათიანი ჩემი და თქვენი შვილია, რომელმაც დაასამარა დღეს ბიძინა ივანიშვილი როგორც ასეთი!
ეს არის ჩვენი მომავალი თაობა – ამაყი, ნამდვილი, საკუთარი და არა ჩვენი შეცდომებით!
თქვენც ხომ მშვენივრად ხვდებით ამას!
დავუდგეთ გვერდით ჩვენ შვილებს!
ისინი მართლები არიან და ჩვენზე ბევრად მაგრები!
არ ღირს გაპოლიტიკოსებული მანიაკების გამო ჭაობში დარჩენა!
გთხოვთ!!!-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა