
“ჩვენს ამ საყოველთაო ღლიცინში საქართველოს დიდი საფრთხე უახლოვდება – რუსეთის გააქტიურება ყარაბაღში ერთის მხრივ რუსეთის აგონიის ნაწილია და მეორეს მხრივ, ეს პროცესი ძალიან საშიშია საქართველოსთვის ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს პოლიტიკაზე და მხოლოდ ჯიბეების დასქელებასა და ღალატზეა ორიენტირებული!
ნაცვლად იმ ცირკისა, რომელმაც სწორედ ხელისუფლების თაოსნობით მთელი საქართველო მოიცვა, დღეს ყველა უწყება დაკავებული უნდა იყოს იმ მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზით, რაც რუსეთის მხრიდან სულ ახლო მომავალში წამოსულ პირობებს და მოთხოვნებს უკავშირდება.
ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოკავშირე არ ჰყავს!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი კოლონიური ხელისუფლება რუსეთის პირობებს მიიღებს, ეს ამ ქვეყანას ვერ გადაარჩენს! ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ჰგონია, რომ მტერთან წაწოლით რამეს გამორჩება.
აქ ძალიან მოქნილი, მაქსიმალურად სწორად გათვლილი და, რაც მთავარია,საერთაშორისო სამყაროსთან მაქსიმალური კონტაქტით უნდა იყოს ყველაფერი გაანალიზებული.
დღევანდელი ხელისუფლება არცერთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს!
არავის შეშინება არ მინდა! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ სიცილს, გართობას, ღლიცინს და ა.შ. თავისი დრო და ზომა აქვს!
ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ სხვის საწოლებში ჭვრიტინი!”-აცხადებს ირინა სარიშვილი













