27.8 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
banner

ირინა სარიშვილი: მოგმართავთ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთა იმ აგრესიულ კატეგორიას, ვისაც ეს ეკუთვნის

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების "დახმარებით" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ამის დასტურია), რასაც სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან "გამშველებლის" ტრადიციული მისია უნდა მოყვეს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს არცერთი ეს ვარიანტი კარგს არაფერს უქადის. პირველ შემთხვევაში ეს პირდაპირი უსიტყვო კაპიტულაციაა, რაც საქართველოს გაქრობას ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, ანუ მომავლის გარეშე. ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს და უკვე გამორიცხულია ხურვალეთში განვითარებული პროცესების და 18–ში დანიშნული აქციის გათვალისწინებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს: რუსეთის აგრესია უნდა გაპროტესტდეს! ოღონდ უნდა გაპროტესტდეს არა რუსულ–ქოცური, არამედ ქართული სცენარით. მივმართავ ყველას, ვინც გადავდეთ ურთიერთმტრობა, ქიშპობა, ურთიერთპრეტენზიები და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო გავერთიანდით! ხვალინდელ აქციაზე მოდიან ნაცები, ანტინაცები, ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, არავისტები, პარტიულები, უპარტიოები – ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა! გუშინდელი მტრები ვდგებით ერთად! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი – პროტესტი აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს, ოღონდ ჩვენი პროტესტი არ უნდა განვითარდეს რუსული სცენარით! ნებისმიერი ჩოჩქოლი ან საქმის გარჩევის მცდელობა აქციის მონაწილეთა შორის, უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და ძირშივე იქნას აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მხრიდან! იმედია, 18 ივლისის აქციის ორგანიზატორებს ეს ესმით. მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით დაბრმავებული, თვლის რომ ეს ნაცების აქციაა და ამიტომ უნდა დაუპირისპირდეს! არც ვკითხულობ, ვინაა ამ აქციის ორგანიზატორი! აქცია აუცილებელია და ამ აქციაზე მივდივართ ყველა, არა მხოლოდ ნაცები! ყველა, ვინც ურთიერთპრეტენზიებზე, გუშინდელ მტრობაზე და სიძულვილზე მაღლა საქართველოს მომავალი დავაყენეთ! პროტესტი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გაემიჯნოს ხელისუფლების აზრს! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაეხმარებით რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას, აქციის დარბევა ან რაიმე ამდაგვარი მოსახლეობის სახელით, ანუ თქვენი სახელით გააკეთოს, როგორც ეს მოხდა ხურვალეთში! სირცხვილია!!! მივმართავ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს: ვინც ვერ გადალახეთ ერთმანეთს შორის შუღლი და მტრობა, ნუ მოხვალთ! მოგვეცით აქციაში მონაწილეობის მსურველებს რუსეთის ოკუპაციის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მშვიდობიანი გაპროტესტების საშუალება! ეს ჩვენ არ გვჭირდება! ეს ჭირდება ჩვენს შვილებს! ისე ნუ ვიზამთ, რომ იმ მომავლისთვის, როცა ჩვენი შვილების დრო მოვა, საქართველო აღარ არსებობდეს! სტატუსი: ვისშიც ამ ქვეყნის სიყვარული მეტია, ვიდრე საკუთარი პრეტენზიები ან სიძულვილი ვინმეს მიმართ, ის გაიგებს, რაც დავწერე!

sarishviliრასაც ეხლა წაიკითხავთ, არანაირი ნიშნისმოგება არ არის, ალბათ უფრო პირიქით…
ეგებ ყველა ერთად დავფიქრდეთ!
მოგმართავთ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთა იმ აგრესიულ კატეგორიას, ვისაც ეს ეკუთვნის…
უმცროსიდან დავიწყებ:
ერთი შვილი რომ შევარდნაძის დროს შინაგან სამინისტროში იმუშავებს და დედის დასარბევ აქციაში მონაწილეობას იღებს და ამაყობს ამით…
მეორე შვილი რომ სოციალურ ქსელში გააქტიურებული ყველას, მათ შორის მეც გვგესლავს მხოლოდ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი ვართ – ივანიშვილის გასმაილიკებით აღშფოთებული რომ ყველაფრის მკადრებელ სულით ქოცებს აგროვებს კომენტარებში, რომლებიც ჩემ ლანძღვა–გინებას მორჩნენ და ეხლა ჩემი მომავალი დასაფლავების დეტალებით არიან დაინტერესებული;
მესამე შვილი რომ ინაშვილს მიუერთდება;
ცოლი რომ ბენდუქიძეს აფურთხებს და სატანას ეძახის….
სამხედრო გადატრიალებას რომ ისევ “მრგვალი მაგიდის” წევრები უწყობენ და არა ჩვენ (გია იმ დროს ციხეშია და მე იარაღი არ მჭერია ხელში)………….
მისი მომხრეების ნაწილი რომ დღეს ივანიშვილის დაკრულზე როკავს და ნაწილი კი მიშას ისე უჭერს მხარს რომ ნაცვლად მოზიდვისა აფრთხობს ყველას…
თქვენ თავად არ გიკვირთ აი ამ პირობებში ზვიად გამსახურდიამ რაც გაძლო როგორ გაძლო???
ეგებ დაფიქრდეთ!!!
ეგებ გაარკვიოთ სიტყვა “მოღალატის” მნიშვნელობა და მერე დაარიგოთ ეს ტიტული ასე ხელგაშლილად!
ეგებ შეცდომასა და დანაშაულს შორისაც დაინახოთ სხვაობა!
ეგებ გაიხსენოთ რომ ჩვენ მრავალპარტიულობისთვის ვიბრძოდით და ეს უკვე ნიშნავს თუნდაც თქვენი კუმირის ოპოზიციიას არსებობას და განასხვავოთ ოპოზიციონერი და მტერი თუ მოღალატე ერთმანეთისგან…
ეგებ თქვენი წილიც დაინახოთ თქვენი რჩეულის მარცხში, როცა ასეთი აგრესიული და არასწორი მხარდაჭერით თქვენს რჩეულს მომხრეებს კი არ მატებდით არამედ აკლებდით!
არანაირი ნიშნისმოგება…
მხოლოდ სურვილი იმისა რომ გონზე მოვიდეთ და ამ ქვეყნის და ჩვენი საერთო მტერი დავინახოთ!
გავერთიანდეთ და არა დავნაწევრდეთ!
არ ჩავთვალოთ თავი ყველაზე მართლებად, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი ამ საბედისწერო დროს და ვაჯობოთ ჩვენზე ძლიერს – გულით, ჭკუით და რწმენით ვაჯობოთ!!!
მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ – არაფერი თქვენგან არ მინდა – არც ხმა არც ფული…
ერთადერთი რაც მინდა – გონზე მოვიდეთ ყველა და ამ ჭაობიდან ახალ საქართველოში ერთად, თან ჩვენ შვილებთან ერთად გადავიდეთ!
ძალიან ადვილია ამის გაგება თუ უაზრო სიძულვილს ვაჯობებთ და ყველა ერთად დავდგებით ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად!
გამგები გაიგებს რაც ვთქვი!-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ”
შემდეგი სტატიაშსს-მ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა