ირინა სარიშვილი – ყველა ერთად გავრიკების წინააღმდეგ !

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

“ყველა, ვისაც არა აქვს განსაკუთრებული მიზეზი გარეთ ვერ გასვლის, ყველა უნდა გავიდეს ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში.
არა აქვს მნიშვნელობა, გიყვარს ნიკა მელია თუ არა; არა აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ნაციონალური მოძრაობა თუ არა;
დღეს იქ უნდა იყო არა ნიკა მელიას, არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად, თუ ეს ღირსება გაქვს!
დღეს იქ უნდა იყო საკუთრი თავის დასაცავად იმიტიმ რომ ეს თუ გაუვიდათ, ხვალ დაგიჭერენ შენც! დღეს ერთად დგომით ვიცავთ თავისუფლებას, ღირსებას და საკუთარ თავს!
ყველა ერთად გავრიკების წინააღმდეგ!”- აცხადებს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიამერიკის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამელიას ადვოკატი – პოლიციის შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა