ირინა სარიშვილი: ეს აღარ გამოვა – ჩვენ თითო–ოროლა არა – თითქმის მილიონი ვართ!

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობსროცა ვთქვი რომ ამ ხელისუფლების ხელწერა დაპატიმრებებშიც კომუნისტების დროს მაგონებს მეთქი, მხოლოდ ხელისუფლების ქმედებებს არ ვგულისხმობდი. საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის რეაქციაც ძალიან გავს კომუნისტებისდროინდელ რეაქციას.

როდესაც კომუნისტების დროს გვიჭერდნენ, ბრალად გვიყენებდნენ მასობრივი არეულობის გამოწვევის მცდელობას რაკი ქუჩებს ვკეტავდით აქციებით და ფორმალურად ისინი “მართლები” იყვნენ და არავინ კითხულობდა, რა იყო ამის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი – მოტივი იყო პოლიტიკური.
პროკლამაციებს ვყრიდით სახურავებიდან და ქუჩების დანაგვიანება იყო ბრალდება და აქაც, ფორმალურად, “ვანაგვიანებდით” ქუჩებს… აქაც არავინ აინტერესებდა რა მიზანი ჰქონდა ამ “დანაგვიანებას”… ამ დაჭერების მოტივი იყო პოლიტიკური!
უფრო სწორად კი – კომუნისტებმა მშვენივრად იცოდნენ რეალური მიზეზები და მიზნები ასეთი “კანონდარღვევების”, მაგრამ შეგნებულად გადაჰქონდათ აქცენტი სხვა რამეზე და საზოგადოებაც, მცირე გამონაკლისის გარდა, მორჩილად უკრავდა კვერს.
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია იმის, რისი თქმაც მინდა – სასამართლოზე მოყვანილ დაზარალებულებს – ერთს მარჯვენა ფეხზე მთელ სიგრძეზე კოჭებამდე თაბაშირით (კარგად შეკრული ფეხსაცმლით 🙂 და მეორეს მარცხენა ტერფზე, ასევე პატრულის მანქანების ჩალეწილ შუშებს წინ სულ სხვა მოვლენა უძღოდა და ნებისმიერ შემთხვევაში კირკიტაძის დაკავების მოტივი არის პოლიტიკური!

ასე რომ, კანონის პურიტანო “დამცველებო”! ეს მეთოდი არახალია, ძველია და კიდევ ბევრი ვართ დარჩენილი ცოცხლები და თქვენდა სამწუხაროდ, ჯანმრთელებიც, ვისაც ეს გვახსოვს!
ხოლო მათ, ვინც დღეს ამ ხელისუფლებას კანონის ასეთ “ერთგულებას” უწონებს, ვურჩევ, დაფიქრდეს, რადგან ხვალ ისინი ჩვენს გვერდით აღმოჩნდებიან, რადგან უსამართლობა შერჩევითი დიდ ხანს ვერ იქნება და მათაც შეეხება ძალიან მალე. და ესეც ზუსტად ისე მოხდება, როგორც კომუნისტების დროს მოხდა – ჩვენ იმაზე მეტი გავხდებით ვიდრე ვართ და თქვენით გავხდებით, დამიჯერეთ! თან კომუნისტების დროისგან განსხვავებით, როცა თითზე ჩამოსათვლელები ვიყავით და დისიდენტებს გვეძახდნენ, უკვე ძალიან ბევრი ბევრი ვართ, სხვა გარემოში ვცხოვრობთ და მავანს რომ გონია საბჭოთა პერიოდში რომ თითო–ოროლა კაცს გიჟად აცხადებდნენ, გადაასახლებდნენ ან საერთოდ კლავდნენ, ეს აღარ გამოვა – ჩვენ თითო–ოროლა არა – თითქმის მილიონი ვართ!
ასე რომ, ჩემო კარგო “არათანამოაზრეებო” – თუ ასეთი “კანონდაცველები” ხართ, მოდით ერთად მოვთხოვოთ ამ ხელისუფლებას მკვლელობების გახსნა, უსამართლო დაპატიმრებები ერთად ვაპროტესტოთ, ტყუილებში ერთად ვამხილოთ ეს არამზადა ხელისუფლება და თუ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ჩუმად მაინც ვიყოთ და ამ შერჩევით ვითომ “კანონის დაცვაზე” ტაში არ დავუკრათ ამ უსინდისოებს და ერთმანეთს არ დავერიოთ ამის გამო! რატომ?
იმიტომ რომ ჩვენ ხვალ ერთად ვიდგებით და ამას ალტერნატივა არა აქვს!
ძალა ერთობაშია!-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – დავით კირკიტაძის დანაშაული მთელმა საქართველომ ნახა
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძის დაპატიმრება აგრძელებს პოლიტიკური ანგარიშსწორების იმ ტალღას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ მოიტანა