ირინა სარიშვილი: ბექა კვინიკაძე გამეცი პასუხი: რა უფლებით და ვისი დავალებით შეხვედით მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან?

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ 4 ადამიანი დაგვაპატიმრეს:
ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია და მე.
ციხის ამბებიდან – ჯერ ე.წ. “კაპეზე”, მერე ორთაჭალის ციხეში ჯერ სველი ვიწრო მაღალჭერიანი კამერა-ფუქსი”, მერე საკანი სამი თანასაკნელით – ორი მკვლელობაზე იჯდა და ერთი გაფლანგვაზე, მერე ე.წ. სპეცმიმღების სამარტოო საკანი-სარდაფი… მოკლედ მთელი ამ ამბებიდან ყველაზე მწარედ მახსოვს, როცა ჩემთან საკანში შემოვიდა ქალი ოპერი, ორსულად იყო, ხელით უხეშად მომატრიალა და მეუბნება: იქ რომ ხალხი დაიღუპა თქვენი ბრალია და თქვენ აგებთ პასუხს ყველა ამაზეო. ამაზე დამთრგუნველი არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში, როცა თან იცი რომ შენი ბრალი არ არის და თან გრცხვენია ამის თქმის – რა დროს ესაა, იქ ხო ხალხი დაიღუპა – ამას ფიქრობ და იმ მომენტში არაფერს სხვას მნიშვნელობა აღარ აქვს. მერე ძალას იკრებ და ყველაფერი თავის ადგილზე დგება – დამნაშავეც და მსხვერპლიც.
რამ გამახსენა ეს ამბავი იცით? ეხლა შევიტყვე რომ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან შესულა ვინმე ადვოკატი, დიახ, არ მოგესმათ – ადვოკატი, არა მათი, უბრალოდ ადვოკატი და მათთან პასუხისმგებლობაზე დაუწყია საუბარი, თან ამუნათებდა 4 ოქტომბერს დაპატიმრებული 63 ადამიანის გამო, ეს თქვენი ბრალიაო. ადვოკატზეა საუბარი, გესმით?! თან ჩემ ფრენდებშიც აღმოჩნდა. ხოდა აგერ გთაგავ, “მეგობარო” Beka Kvinikadze და გამეცი პასუხი: რა უფლებით და ვისი დავალებით შეხვედით მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან?! ეს რაც ვიცი, შესაძლოა სხვებთანაც “წაიმუშავეთ”… ადვოკატის ფუნქციებში რომ სხვა პატიმრის დამუნათება არ შედის, ჩემზე კარგად გეცოდინებათ! გამეცით პასუხი: ვისი დავალებით მოიქეცით ასე სამარცხვინოდ და ბინძურად?! რა გქვიათ თქვენ ამის მერე?!
პასუხს ველოდები, “ადვოკატო”!”,-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან?
შემდეგი სტატიაშსს: შშმ პირზე მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ