ირინა სარიშვილი: აუცილებლად გახვალ ბოლომდე და მერე შენი გადასაწყვეტი იქნება დასჯი თუ არა!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

არ მინდოდა ამ თემას კიდევ ერთხელ თან ამ კუთხით შევხებოდი, მაგრამ ზაზა სარალიძის დღევანდელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა.

არავის ვედრები როცა იმას ვიტყვი რომ მე ვიცი რა არის შვილს რომ მოგიკლავენ.
არ ვედრები, რადგან შვილის მიმართ სიყვარული ყოველ წამს იზრდება და ამიტომ რაც უფრო დიდია შენი შვილი მით მეტად კი არა, მაგრამ უფრო დიდი ხანია გიყვარს და ეს სიყვარული უფრო გაზრდილია.

ამას ვწერ იმიტომ რომ პირველად გითხრათ, როგორ დავიბენი ჩემი შვილის სიკვდილში დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში: ექთანი, რომელმაც სწრაფად დააჭირა ხელი დგუშს კვებისას და ნაწლავი გახეთქა, მაგრამ მაინ არ იცოდა ბავშვის დიაგნოზი; ექიმი, რომელმაც არ დაუდგინა დიაგნოზი; მეან–გინეკოლოგი, რომელმაც ურჩია ბავშვის გამჩენს და შემკვეთსაც რომ არ წაიყვანოთ მაინც მოკვდებაო; სუროგატი, რომელმაც დამკვეთისგან ფული აიღო მაგრამ ბავშვი დატოვა; დამკვეთი “დედა”, რომელმაც ასევე დატოვა სულ მარტო და 10 თვის განმავლობაში არ მოუკითხავს, ცოცხალი იყო თუ არა, ხოლო როცა ბავშვის დაღუპვის ამბავი გააგებინეს, დასაფლავებაზე უარი თქვა…
საიდან უნდა დამეწყო? ბოლოდან ალბათ ხო? ყველა დანარცენი ერთმანეთისკენ გაიშვერდა ხელს და ბოლოს მაინც დამკვეთი “დედა” დარჩებოდა, რომელსაც ტავიდანვე რომ მიეხედა, ბავშვი გადარჩებოდა…მაგრამ იმ ქალს ხომ ჩემი შვილის ტყუპისცალი ჰყავს წაყვანილი და ის ალბათ უყვარს და იმ პატარასაც უყვარს დედა. რა გამოვიდოდა ამ ბრძოლიდან – არაფერი უშედეგო გულისტკენის გარდა!
აი ამ ჯოჯოხეთურ წრეში ვტრიალებდი, ჩემ თავს არ ვგავდიისე ვიქცეოდი, მართლა რომ არ ვიცოდი რა მექნა და ბოლოს სამი ანგელოზი მივიღე ციდან საჩუქრად.

Zaza Saralidze ზაზა ამ წერილს შენთვის ვწერ და მინდა რომ შენს გარდა სხვებმაც წაიკითხონ:
არ დაგაბნიოს არაფერმა, არც ნახევრადსამართალმა, არც ამდენმა ნაძირალამ შენს წინააღდმეგ და არა მხოლოდ წინააღმდეგ. არ დაიბნე ზაზა და არ ვიცი როგორ მაგრამ მოვა შვება შენთან, აუცილებლად მოვა და ყველა დამნაშავე დაისჯება! შენ იყავი მაგრად შენი ულამაზესი ქალიშვილით და არ დაგაბნიოს დღევანდელმა სახევრადსამართალმა!
აუცილებლად გახვალ ბოლომდე და მერე შენი გადასაწყვეტი იქნება დასჯი თუ არა! -წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა დეცენტრალიზაციაზე – არასამთვრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: მინისტრი პოლიციის გაღიზიანებას მოერიდა