ირინა სარიშვილი: ამერიკელების წერილები ვერ გვიშველის – ერთი ნაბიჯია დარჩენილი – რუსეთის ჯარების შემოყვანა და რუსული გუბერნია ვართ!

რასაც ივანიშვილი აკეთებს ეს არც პოლიტიკური სიბეცეა და არც საბედისწერო შეცდომა – ეს არის სრულიად შეგნებული, გამიზნული ნაბიჯები ცივილური სამყაროსგან მოსაკვეთად ანუ თვითიზოლაციისკენ და თუ არ გავინძრევით და ასე ვეყრებით, ამერიკელების წერილები ვერ გვიშველის – ერთი ნაბიჯია დარჩენილი – რუსეთის ჯარების შემოყვანა და რუსული გუბერნია ვართ!
რაც დროზე შევიგნებთ ამას, მით უკეთესი!
საგარეო ფაქტორები ხელს გვიწყობს! უნდა გავინძრეთ!-წერს ირინა სარიშვილი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: ყველა დიქტატურის დრო თვლადია, არ არსებობს მუდმივი დიქტატურა, ხანგრძლივი დიქტატურაც კი განვლადია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „ბიძინა ივანიშვილი „რადიატორების“ იმედად დარჩა“