IRI – რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა წინა წლებთან შედარებით – შემცირებული

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ“ მიმართული (27 პროცენტი) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“.

ამავე კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია – 76 პროცენტი, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტით შემცირდა.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახის განცხადება
შემდეგი სტატიაIRI – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 17% – „ნაციონალურ მოძრაობას“